უკრაინის ჯარები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში წინ მიიწევენ
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები თანდათან წინ მიიწევენ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ანა მალიარის თქმით, წინსვლაა მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. მან აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები ასევე წარმატებით უტევენ აღმოსავლეთში, ოკუპირებული ბახმუტის ფლანგებზე.
„ბრძოლები გრძელდება სტარომაიორსკეს მახლობლად, ჩვენს დამცველებს აქვთ წარმატებები, ისინი მაგრდებიან დაკავებულ პოზიციებზე", - განაცხადა მან.