„ავიყვან! დღესვე წამოვიყვან“ - რას წერს თეა გოდოლაძე მიტოვებულ ჩვილზე?
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში სამშობიაროში მიტოვებული ჩვილის შესახებ წერს:
„ავიყვან! დღესვე წამოვიყვან უამრავი ადამიანია რიგში, უამრავ ადამიანს უნდა ჰყავდეს შვილი და არ ჰყავს. კარგად ვიცი რა არის ეს და როგორი ტკივილია, ვერ იყოლიო შვილი“ - წერს გოდოლაძე.