თეგებით ძიება

„ქვეყანა რომ იცლება ერთ-ერთი მიზეზი უცხო ქვეყანაში წასვლა და იქ სამკურნალოდ დარჩენაა“ - რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე ხატია დეკანოიძის ფეისბუქ სტატუსს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც ასევე პარლამენტის წევრი ჯანდაცვის პრობლემებზე წერს, რომლებსაც მისი ოჯახის წევრი შეეწირა.

„ადამიანი გარდაიცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ რეანომობილი, რომელიც რეგიონს ემსახურებოდა, ფეხბურთის თამაშზე იყო იმ დროს მიმაგრებული. 

რეგიონებში ჯანდაცვის სისტემა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე მთელი ქვეყნის მასშტაბით. გადაუდებელი დახმარება არის იმდენად გაუმართავი, რომ მსგავსი ისტორია, რაც ხატიამ დაწერა, ბევრისგან გექნებათ გაგონილი ალბათ. 

ქვეყანა რომ იცლება ერთ-ერთი მიზეზი უცხო ქვეყანაში წასვლა და იქ სამკურნალოდ დარჩენაა, რადგან დასავლეთში უპატრონოდ არავის დატოვებენ, თუნდაც არალეგალი იყოს იგი“ - წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა