თეგებით ძიება

ამერიკის ელჩს რომ დაეჯერებინა ჩვენთვის, დღეს ასეთი ცრემლით დალტობილი განცხადებების კეთება აღარ დასჭირდებოდა - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„აი თავის დროზე  ამერიკის ელჩს რომ დაეჯერებინა ჩვენთვის  და  ოპოზიციის პარლამენტში შეყრით  არ გადაერჩინა ივანიშვილის რეჟიმი, დღეს ასეთი ცრემლით  დალტობილი განცხადებების კეთება აღარ დასჭირდებოდა“ - წერს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. 

როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა,“ —  ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა