თეგებით ძიება

"შეეშვას მელია ეჭვიანობას - ჩემი "ხაბე" დარბის მაინც, აგერ პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი ფლორა, ფაუნა, ამინდის პროგნოზი" - ირაკლი ზარქუა

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი, ირაკ­ლი ზარ­ქუა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა­ში" არა­ფორ­მა­ლურ მარ­თვა­სთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება.

"მე­ლია მგო­ნი ჩემს "ხა­ბე­ზე" ეჭ­ვი­ა­ნობს, თო­რემ რა­ი­მე ახა­ლი თქვა?! თვი­თონ რის­თვის იყო ამ პარ­ტი­ა­ში მი­სუ­ლი, რა­ი­მე ქმე­დი­თი გა­ა­კე­თა? ბი­უ­ჯე­ტი­დან აქვს ამ პარ­ტი­ას მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი და იმას ინა­წი­ლებ­დნენ, იგი­ვეს აგ­რძე­ლებს და ვერ გა­ვი­გე, "ხა­ბეს" რა, ფული არ უნდა?! კე­ზე­რაშ­ვი­ლის ფუ­ლის გა­ნა­წი­ლე­ბა არ უნ­დათ და­ნარ­ჩე­ნებს?! თვი­თონ იგი­ვეს აკე­თებ­და და ეჭ­ვი­ა­ნობს ახლა, რად­გან გა­მო­ა­ბუნ­ძუ­ლეს იქი­დან, ჩემ­მა "ხა­ბემ" გა­ა­კე­თა ეს. ახლა თა­მა­შ­გა­რედ დარ­ჩა ბიჭი და ამი­ტომ ლა­პა­რა­კობს, თო­რემ თვი­თონ რა გა­ა­კე­თა?! ჩემი „ხაბე" ქე მა­ინც დარ­ბის, აგერ პი­რად კონ­ტროლ­ზე ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი ფლო­რა, ფა­უ­ნა, ამინ­დის პროგ­ნო­ზი, ამას აკე­თებს და ამა­საც ვერ აკე­თებ­და თვი­თონ. ასე რომ, შე­ეშ­ვას ეჭ­ვი­ა­ნო­ბას, თუ რამე აქვს, ერთი ად­გი­ლი აქვს, ღირ­სე­უ­ლად ცალ­კე გა­და­ვი­დეს, იქ იმოძ­რა­ოს და იქ იშო­ვოს ფული და "ხა­ბეს" და­უთ­მოს, "ხა­ბეს" დროა,"- გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა