თეგებით ძიება

„რამდენი ლანძღავთ იმ უბედურ გოგოს… მოვიკითხოთ, იქნებ დედაც საშველია” - ნინი შერმადინი მიტოვებულ ჩვილზე

მომღერალი, ნინი შერმადინი, სოციალურ ქსელში მიტოვებული ჩვილის შესახებ წერს: 

"დედამ ბავშვი მიატოვა... დედამ ბავშვი მიატოვა... რამდენი ლანძღავთ იმ უბედურ გოგოს?  მოიკითხა მაინც ვინმემ რა ბედი ეწია? რამდენი წლისაა დედა, არავის დაებადა კითხვა რამ აიძულა ასე მოქცეულიყო.

მიტოვებული შვილების 99 პროცენტი დედას ეძებს,პატიობს და გულში იხუტებს თავის დატანჯულ დედას, რომელმაც საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა, რასაც სინდისის ქენჯნა ჰქვია... მარიამს აუცილებლად გამოვუჩნდებით პატრონები,ჩემს გარდა მილიონი დედა, ქალი, კაცი წერს რომ იშვილებს. დედაც მოვიკითხოთ, იქნებ დედაც საშველია...“- წერს შერმადინი.

ცნობისთვის, პირველი სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილების ხელმძღვანელმა, დიანა ხონელიძემ 26 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, 3 დღის ჩვილი მარიამი, დედამ სამშობიაროში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა