„თურმე დედა არწმუნა შვილი არ მიეტოვებინა! მამა? მამაზე რა გაარკვიეთ?!“ - ნანუკა ჟორჟოლიანი მიტოვებულ ჩვილზე
ჟურნალისტიმ ნანუკა ჟორჟოლიანი სამშობიაროში მიტოვებული ჩვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„აი იმ ექიმმა, ყალბი პათოსით რომ პოსტი გამოდო მიტოვებულ მარიამზე თუ იცის, მარიამის დედამ რამდენი ხანი არწმუნა ბავშვის მამა, მამობა რომ გაეწია ჩვილისთვის. “ნაბიჭვარი” რომ არ გაეჩინა და სოფელს, ეზოს, ნათესავებს, ოჯახს “ბოზი” რომ არ ეძახებინა მისთვის.
თურმე დედა არწმუნა შვილი არ მიეტოვებინა! მამა? მამაზე რა გაარკვიეთ?!
ვიდრე სხვისი პირადი ჩვენი საქმეა, სიტყვა ნაბიჭვარს უმამოდ გაჩენილი ბავშვების კონტექსტში ვიყენებთ, სიყვარული, სექსი, ურთიერთობა ბოზობაა, ვიდრე მეანები, ექთნები ვერ ხვდებიან რომ დედა და მამა ერთი პასუხისმგებლობის მქონეა, მარიამები ყოველთვის მოძებნიან ახალ მშობლებს“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.