თეგებით ძიება
27. 07. 2023 მსოფლიო

Apple-ის უიშვიათესი ბოტასები, აუქციონზე $50 000-ად იყიდება

Apple-ის უიშვიათესი ბოტასები აუქციონზე $50 000-ად გავა. BBC-ის ინფორმაციით, კომპანიამ 1990-იან წლებში ფეხსაცმელი თანამშრომლებისთვის შეუკვეთა, როგორც ერთჯერადი საჩუქარი რიგითი კონფერენციის დასასრულს.

ბოტასები აქამდე არასდროს გამოსულა გასაყიდად. ახლახან კი მსოფლიოს ყველაზე მსხვილმა სააუქციონო სახლმა, სოტბიმ, გამოაცხადა, რომ Apple-ის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი მზადაა, ბოტასები აუქციონზე გაიტანოს.

მასში ძირითადად თეთრი ტყავია გამოყენებული და დატანილია ეფლის ლოგო ცისარტყელას ფერებში. აღწერაში ვკითხულობთ, რომ ბოტასების ევროპული ზომა 41-ია. მას ალტერნატიული, ყვითელი ფერის ზონარიც მოჰყვება. Apple 1986-1987 წლებში ტანსაცმლის ხაზის გამოშვებას გეგმავდა, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებაში ბრენდის პოპულარიზაციას. მოგვიანებით კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ინიციატივა დიდ წარმატებას ვერ მოიტანდა, ამიტომ ხაზის წარმოება არ დაუწყია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა