თეგებით ძიება

"მე ქორწინებამდე გავჩნდი, ნათესავები ნაბიჭ**რს მეძახდნენ, მამაჩემი რომ დათვრებოდა იგივეს, მხოლოდ დედა არ მეძახდა" - რას წერს კრისტი ლაბაძე?

გერმანიაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალი, კრისტი ლაბაძე სამშობიაროში მიტოვებული ჩვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"იმის მიუხედავად, რომ დედა და მამა ცოქმარი იყვნენ  და არიან მე ქორწინებამდე გავჩნდი ნათესავები ნაბიჭვრებს მეძახდნენ მამაჩემი რომ დათვრებოდა იგივეს მხოლოდ დედა არ მეძახდა! დედა ჩემთან ერთად ტიროდა მეც ! ამიტომ სანამ იმ ქალს გაამტყუნებთ მოდით  ქართველებო თქვენს  მენტალიტეტს მიხედეთ! თანადგომა იმ ქალბატონს და ამბსოლიტურად მესმის მისი გადაწყვეტილების ისიც ვიცი ამას სხვა არ დაწერდა მაგრამ მე ხომ ერთადერთი ვარ სოც.ქსელებში ვისაც ამის თქმა შეუძლია! ჩემი ძმაც მეძახდა რადგან მამას ის უფრო უყვარდა. პატარა რომ ვიყავი ვერ ვიაზრებდი დედაც ვერ მიხსნიდა! ის ბავშვი უფრო ბედნიერი იქნება.

დედა 13 წლის იყო მამა რომ შეაცდინა და მე გავჩდნი. დედა წარმოშვებით რუსია 13 წლის ასაკში მისი დედა მანქნამ გაიტანა. 3 და მან გაზარდა. ამიტომ იმის მიუხედავად, რომ მისი ბრალი არ ყოფილა არაფერი საზოგადოებაში ჩემზე და მასზე გადატყდა ყველაფერი! მე მაინც მამასთვის ნაბიჭვარი დავჩი ! 

ვიცი ამას არ დაწერს ყველა და ამას იმიტომ ვწერ არ მინდა, რომ ბავშვები ამ სიმახინჯეში იზრდებოდნენ! დედამ ყველაფერი მომცა ცხოვრებაში ასევე მამაც მაგრამ ეს მენტალიტეტია და ვერ შევცვალეთ! ამიტომ თქვენ შეცვალეთ თუ ამას კითხულობთ!", - წერს კრისტი ლაბაძე.

შეგახსენებთ, თბილისის ერთ-ერთმა კლინიკის მედიკოსმა სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელ ამბავი გაავრცელა და დაწერა, რომ 3 დღის ჩვილი გოგონა დედამ მიატოვა. ექიმმა განმარტა, რომ მიტოვების სავარაუდო მიზეზი საზოგადოების თვალში დედის „პატიოსანი ქალის“ სახელის შელახვაა. მისივე ინფორმაციით, ჩვილთან სოციალური მუშაკი უკვე იმყოფებოდა, რომელიც ახალშობილს უახლოეს დღეებში თავშესაფარში გადაიყვანს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა