„შვილი რატომ დატოვა? იმიტომ რომ თქვენი უსულგულობის შეეშინდა...“ - შოთო სიხარულიძე
„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სამშობიაროში მიტოვებული ჩვილის შესახენ სოციალურ ქსელში წერს.
„შვილი რატომ დატოვა?
იმიტომ რომ თქვენი უსულგულობის შეეშინდა.
ოჯახში არავინ ყავდა ვინც არ გაკიცხავდა და ხელს შეაშველებდა,ნაბიჭვარს არ დაუძახებდა მის შვილს,იმიტომ რომ ლეღვის ფოთოლაფარებული "წესიერი" ქმრიანი ქალები თითს გაიშვერდნენ იიიი, ბოზია. უქმროდ გააჩინა...
იმიტომ რომ თავჩაქინდრულს უნდა ევლო მთელი ცხოვრება !
არ მოკლა, გააჩინა და დატოვა !
ამ ტკივილით იცხოვრებს...“ - წერს სიხარულიძე.