თეგებით ძიება

"ვინც იმ "ფუჭ ღელვას" ჰყავხართ ატანილი, რომ მეგრელები მეგრულ ენას სეპარატიზმისთვის იყენებენ, გთხოვთ, თქვენი პოლიტიკური ენერგია ხელისუფლებისკენ მიმართოთ" - რას წერს ბექა ყორშია?

ჟურნალისტი, ბექა ყორშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ბიბლია მეგრულ ენაზე ითაგნმა, რამაც ხალხის ნაწილში გაღიზიანება გამოწივია.

"ბიბლია ითარგმნა მეგრულად და ხალხი გაგიჟებულია.

ყოველ ჯერზე, როცა მეგრელები მეგრულ ენაზე რაღაცის დაწერას, თარგმნას, ან რაღაცის თქმას დავაპირებთ, ქვეყანაში იწყება სრული ისტერიკა, რომ თურმე როგორ ვბედავთ ჩვენ, სეპარატისტები.

იუნესკოს ენების ატლასზე მეგრულ, სვანურ და ლაზურ ენებს მინიჭებული აქვთ საგანგაშო კვალიფიკაცია: "ცხადი საფრთხის ქვეშ მყოფი", რაც იმას ნიშნავს, რომ ათწლეულების შემდეგ ეს ენები შეიძლება, უბრალოდ, გაქრეს, ამიტომ აუცილებელია სხვადასხვა ფორმით მათი შენარჩუნება, უკიდურეს შემთხვევაში კი მათი ხელოვნური კონსერვაცია. 

ცხადია, ეს პრობლემა დიდად არ მნიშვნელობს მათთვის, ვინც ამ ენებზე არ მეტყველებს, მაგრამ პირადად ჩემთვის, ქართულთან ერთად, მეგრულიც მშობლიური ენაა და ამას არათუ პრობლემად, არამედ - უპირატესობად ვთვლი. 

ვინც იმ ფუჭ ღელვას ჰყავხართ ატანილი, რომ მეგრელები მეგრულ ენას სეპარატიზმისთვის იყენებენ, გთხოვთ, თქვენი პოლიტიკური ენერგია ხელისუფლებისკენ მიმართოთ, რომელმაც შეიძლება დღე-დღეზე ქართულ-რუსული უნივერსიტეტი გახსნას", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა