თეგებით ძიება
27. 07. 2023 ვიდეო

რუსეთში ტურისტების ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა 6 მგზავრი (ვიდეო)

რუსეთში ალტაის რესპუბლიკაში, რუსეთში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, -  ინფორმაციას გამოცემა Interfax ავრცელებს. 

Mi-8 ტიპის ვერტმფრენი, რომელსაც რუსი ტურისტების ჯგუფი გადაჰყავდა, დაშვებისას ელექტრონულ სადენებს გამოედო და სოფელ ტუნგურთან ჩამოვარდა. 

შემთხვევის შედეგად კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. 

Interfax-ის ცნობით, მომხდარს ადასტურებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა