"კანონით კაცებს იმდენ პასუხისმგებლობას ავკიდებდი "შემთხვევით“ ქალის დაორსულებაზე, 6 პრეზერვატივს წამოიცმევდნენ...“ - რას წერს ნინო ნადირაძე?
ვივამედის გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე სამშობიაროში მიტოვებული ჩვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
"და კიდევ ერთს დავწერ ამ თემაზე და მოვრჩები, კანონით კაცებს იმდენ პასუხისმგებლობას ავკიდებდი "შემთხვევით" ქალის დაორსულებაზე, 6 პრეზერვატივს წამოიცმევდნენ, სანამ "სიყვარულით" გაბრუებულ ქალთან წამოწვებოდნენ", - წერს ნინო ნადირაძე.
შეგახსენებთ, თბილისის ერთ-ერთმა კლინიკის მედიკოსმა სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელ ამბავი გაავრცელა და დაწერა, რომ 3 დღის ჩვილი გოგონა დედამ მიატოვა. ექიმმა განმარტა, რომ მიტოვების სავარაუდო მიზეზი საზოგადოების თვალში დედის „პატიოსანი ქალის“ სახელის შელახვაა. მისივე ინფორმაციით, ჩვილთან სოციალური მუშაკი უკვე იმყოფებოდა, რომელიც ახალშობილს უახლოეს დღეებში თავშესაფარში გადაიყვანს.