ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
მოსამართლემ ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
50 000 ლარი და 5 000 ლარი ეს არის თანხა, რომლის სანაცვლოდაც ადვოკატები სასაამრთლო სხდომაზე ტერორიზმის საქმეზე დაკავებულების თავისუფლებას ითხოვდნენ
საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, შესაბამისად, სხდომა დახურული იყო.
ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო დაკავებულებს ბრალი გადაუკვალიფიცირდათ. მურად თავართქილაძეს და ედგარ აბასოვს პროკურატურა ტერორიზმის ნაცვლად ახლა საბრძოლო მასალის უკანონო ფლობას ედავება. ეს მტკიცებულები კი ადვოკატების განცხადებით ბრალეულებს სუსმა ჩაუდო. დაკავებულები უკვე სხდომათა დარბაზში არიან. საქმის განხილვა დაწყებულია, თუმცა პროცესი დახურული. სუსმა საქმეს გრიფი საიდუმლო დაადო.