თეგებით ძიება

“ივანიშვილს დაამარცხებს მრავალპარტიული დემოკრატია – თავისი ზვიგენი ჯერჯერობით არ ჭამს” - თამარ ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ივანიშვილს დაამარცხებს მრავალპარტიული დემოკრატია – თავისი ზვიგენი ჯერჯერობით არ ჭამს.

მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას ხელს უშლის პოლიტიკური კორუფცია.

თუ, პოლიტიკური კორუფციის შედეგად, ივანიშვილის ერთადერთი ალტერნატივა კეზერაშვილის ჯუჯალარებია (გინდა ერთ პარტიად, გინდა მრავლად, გინდა “ერთიან სიად”), 2024 წელს ბიძინა მოიგებს.

მათთვის ხმის მიცემა, რეალურად ბიძინას გაძლიერებაა და 2028 წელსაც მოგების შანსის გაზრდა.

თუ გინდათ, ასე არ მოხდეს, ჩემსავით უნდა დაუპირისპირდეთ პოლიტიკურ კორუფციას (პარტიების, სამოქალაქო აქტივისტების, მედიის ერთი ხელიდან დაფინანსებას, მედიით შანტაჟს, თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვას, ხმების და პოლიტიკოსების ყიდვას, ჩრდილიდან მართვას).

თუ დაპირისპირების თავი არ გაქვთ,

მეორე არჩევანია ტყუილად თავი არ გაიფუჭოთ ალიანსებით მათ, ვისაც პოლიტიკაში დიდხანს ყოფნა და დაწყებულის ბოლომდე მიყვანა გაქვთ დაწყებული, უბრალოდ მე გიჟი გგონივართ“, - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა