თეგებით ძიება

"კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას" - პრეზიდენტი

სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი გმობს და  საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას ითხოვს.

"კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული მდებარეობის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.

რუსეთის უკანონო ქმედება, მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას!", - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელების შესახებ დოკუმენტს, რომელიც რუსულ მხარეს საშუალებას მისცემს აეროპორტი საკუთარი შეხედულებების მიხედვით მართოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა