თეგებით ძიება

"კახამ უკვე მესამედ დააფინანსა ტაი, პირადად მისცა დედას 20 000 ლარი" - დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 22 წლის ტაი არაბული მესამედ დააფინანსა.

"კიდევ მესამედ დააფინანსა კახა კალაძე-მ . ამჯერად 20,000 ლარი პირადად მან მისცა დედას. ჯამში თბილისის მერმა 70,000 ლარით დაეხმარა ოჯახს. უდიდეს მადლობას ვუხდი მას და თბილისის მერიის გუნდს.სულ 20,000 ლარი დარჩა შესაგროვებელი და გავაცილებთ ტაი არაბულს გულის გადასანერგად.ცოტა ხანში მივალ საავადმყოფოში და ჩავწერ რგოლს. 31 ივლისამდე გვაქვს დრო“, - წერს დომენიკ მანგო.

შეგახსენებთ, 22 წლის ტაი არაბულს, 2 წლის წინ, გულის სარქველის შეცვლა დასჭირდა, რა დროსაც, დაუზიანდა ნერვი.

ამის გამო, დასჭირდა კარდიოსტიმულატორი. განვითარდა ინფექცია, რამაც გამოიწვია მაღალი სიცხეები - 40 გრადუსამდე, რის გამოც, მოხდა სხვა ორგანოების დაზიანება: ფილტვში წყალი ჩადგა, თირკმელიც ვერ ფუნქციონირებს და სამწუხაროდ, გული ისე დაზიანდა სასწრაფოდ ესაჭიროება გადანერგვა.

ამ ეტაპზე, ტაი იმყოფება „ჯერარსის" კლინიკაში, სადაც უტარდება გადაუდებელი მკურნალობა, მაგრამ მისი მძიმე მდგომარეობის გამო, სასწრაფოდ გადასაყვანია მინსკში, სადაც ჩაუტარდება გამოკვლევები. დონორისა და თანხის მოძიების შემდგომ კი მოხდება გულის გადანერგვა, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.  პირველადი კალკულაციის მიხედვით, ოპერაციისა და მკურნალობისთვის ჯამში საჭიროა - 150 000 დოლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა