თეგებით ძიება

ბრაზილიაში, შესაძლოა, მფრინავი ტაქსები გამოჩნდეს

ბრაზილიაში, შესაძლოა, მფრინავი ტაქსები გამოჩნდეს. როგორც თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანია Ebraer-ში აცხადებენ, ახალი სატრანსპორტო საშუალება ექსპლუატაციაში 2026 წლისთვის გაეშვება. ქარხანა ბრაზილიის ფინანსურ დედაქალაქ სან-პაულოსთან ახლოს აშენდება.

ტრადიციული ვერტმფრენის მსგავსი ტრანსპორტი ექვს მგზავრზე იქნება გათვლილი. მგზავრობის ფასი 50-100 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.

მფრინავი ტაქსი 100%-ით ელექტრო იქნება. მედიის ცნობით, დრონის მსგავს სატრანსპორტო საშუალებას თავდაპირველად პილოტი ეყოლება, თუმცა კომპანიის გეგმებში უპილოტო მოდელის განვითარებაც შედის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა