თეგებით ძიება

„ყველამ საკუთარ ცხოვრებაში ჩაიხედეთ! ნუ ბედავთ ქალის გადაწყვეტილების განსჯას!!!“ - იუნა შაფათავა

თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში დედამ სამი დღის ახალშობილი მიატოვა, რასაც საზოგადოების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. მომხდარს მსახობი იუნა შაფათავაც გამოეხმაურა, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს ქალის ჯვარზე გაკვრამდე რაციონალურად აზროვნება ისწავლოს. 

„რა უფლებით ლანძღავთ ქალს?? 

ეს მისი გადაწყვეტილებაა!! 

მილიონ ადამიანს უნდა ბავშვის აყვანა და კანონები გაასწორეთ, ეს ის საქართველოა, სადაც თამუნა მუსერიძემ საძაგელ ახალშობილებით ვაჭრობის ბიზნესს ახადა ფარდა.

ნუ ბედავთ ქალის დამცირებას! 

ამ ჩვილის უკან კაციც დგას, რომელმაც, საცარაუდოდ, ამ ჩვილის დედა მიატოვა და დაემუქრა მოკვლით!! რატომღაც ქალს ლაბძღავთ, რომელიც კაცმა უპადუხისმგებლოდ დააფეხმძიმა და გაქრა ამ ქალის და ჩვილის ცხოვრებიდან! 

ამ ქალმა ამ ბავშვს სიცოცხლე მაინც აჩუქა და ბედნიერი მშობლების პოვნა ვუსურვოთ მას!! 

გონს მოდით, ბნელებო, ქალის ჯვარზე გაცმამდე რაციონალურად აზროვნება ისწავლეთ და კიდევ ერთხელ- ბავშვების აყვანის და მარტოხელა დედებზე კანონი გაასწორეთ!!  

არ არის სირცხვილი, იყო ქალი და პირადი ცხოვრება გქონდეს! ყველამ საკუთარ ცხოვრებაში ჩაიხედეთ!

ნუ ბედავთ ქალის გადაწყვეტილების განსჯას!!!“ - წერს შაფათავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა