„ჩემი თუ არ გჯერათ, სცადეთ“ - მერაბ მეტრეველი საზოგადოებას საინტერესო იდეას სთავაზობს
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საზოგადოებას ავტომობილში გაგრილების საინტერესო იდეას უზიარებს:
„ბოლო დროს კარგი რამე დავამუღამე: როცა მანქანით ვმოძრაობ, კონდიცონერიც ჩართული მაქვს და ფანჯრებიც ჩამოწეული.
კარგი გამოვიდა. კონდიციონერიდან გამომავალი ცივი ნაკადი გარედან შემომავალ ცხელ ჰაერს ერევა და გრილი ნიავის ეფექტს იძლევა. შედეგად კონდიციონერისგან თავიც აღარ მტკივდება.
ჩემი თუ არ გჯერათ, სცადეთ. ოღონდ გარეთ მთლად 40 გრადუსი არ უნდა იყოს“ - წერს მერაბ მეტრევეი სოციალურ ქსელში.