თეგებით ძიება

საკრუიზო ლაინერი ბათუმში: საია შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ოკუპანტების შემოსვლას ეხმაურება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში კრუიზით ჩამოსულ რუსებს ოკუპაციის კანონი დარღვეული ჰქონდათ. 

საია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რეაგირება მოახდინოს კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოსავლენად და მათ მიმართ გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები.

"საია ეხმიანება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად 26 ივლისს, ბათუმის ნავსადგურში რუსეთის ფედერაციიდან შემოსული საკრუიზო გემით იმ პირების შემოსვლის შესახებ, რომლებსაც შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეთ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი. 

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მოქმედებს განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალქეობის არმქონე პირთათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესს და ადგენს შეზღუდვებს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 (პრიმა) მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოახდინოს რეაგირება კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოსავლენად და მათ მიმართ გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა