თეგებით ძიება

ბათუმის ნავსადგურში მოქალაქეები რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებენ

"რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს", - ამ ლოზუნგებით ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაირღვა ოკუპაციის კანონი. აქციაზე ისმის სტვენა და სხვადასხვა შეძახილი.

საკრუიზო გემის ტერიტორიას პოლიცია იცავს. კორდონის გარღვევა აქციის მონაწილეებმა მხოლოდ ერთხელ სცადეს, როდესაც გემზე ერთ-ერთმა პირმა რუსეთის დროშა გამოფინა, თუმცა სიტუაცია მნიშვნელოვნად არ დაძაბულა.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

საკრუიზო ხომალდი ბათუმში სოჭიდან შემოვიდა.

ხომალდის შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, რომელშიც ნათქვამია, რომ საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. „გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება“, – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ფოტო: 1 tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა