თეგებით ძიება

საბერძნეთი ისევ იწვის –ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთი უკვე კვირაზე მეტია, ტყის ხანძრებს ებრძვის. კუნძულ როდოსიდან 20 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. გუშინ, 26 ივლისს  ქალაქ ვოლოსთან გაჩენილი ხანძრის გამო ორი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები არიან 69 წლის ქალი, რომელიც თავის საცხოვრებელ ვაგონში  იმყოფებოდა და 45 წლის მწყემსი, რომელიც ცეცხლმა ფარის გადარჩენის მცდელობისას იმსხვერპლა. ინფორმაციას nostal.ge ავრცელებს.

69 წლის ქალს მოძრაობა შეზღუდული ჰქონდა და ფურგონიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო. ქმარი შეეცადა, ცოლს დახმარებოდა, თუმცა უშედეგოდ – ცეცხლი სწრაფად მოედო მანქანას. მოგვიანებით კაცი ცოცხალი, თუმცა უგონოდ მყოფი იპოვეს დამწვარი მანქანის სიახლოვეს. ხანდაზმული წყვილი ავტოფურგონში ცხოვრობდა.

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ხანძრის 61 ახალი კერა გაჩნდა. მათივე თქმით, ყველაზე რთული ვითარება ცენტრალური საბერძნეთის ქალაქ ველესტინოს მახლობლადაა, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს ოფიციალური უწყებების მიერ გაცემული ბრძანების შესაბამისად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა