იმ რუსული ავიაკომპანიებისთვის, რომელებიც სანქცირებული არიან, ფრენის ნებართვა არ გაიცემა - გივი დავითაშვილი
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსის, გივი დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სანქცირებული რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენის ნებართვა არ გაიცემა.
მისი თქმით, ფრენის ნებართვა არ გაიცემა ასევე იმ საჰაერო ხომალდებისთვის ფრენებზე, რომლებსაც მწარმოებლის მიერ დაწესებული აქვთ შეზღუდვები.
„სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ იმ რუსული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც სანქცირებული არიან, კერძოდ, არიან ევროკავშირის შავ სიაში არიან შეყვანილი, ასევე იმ საჰაერო ხომალდებისთვის ფრენებზე, რომლებსაც მწარმოებლის მიერ დაწესებული აქვთ შეზღუდვები, ფრენის ნებართვა არ გაიცემა“, - განაცხადა გივი დავითაშვილმა.