უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, ოკუპატნებთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას, ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ნადიმ ხმალაძე ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით ქართველი მებძოლი ბახმუტთან დაბომბვაში მოჰყვა. მისი ვინაობა ჩვენთვის ცნობილია, თუმცა შეგნებულად არ ვასაჯაროებთ, ვინაიდან ოჯახმა ჯერ არაფერი იცის.
2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 48 ქართველი მებრძოლია დაღუპული.