აგვისტო გასულ წლებთან შედარებით 2-3 გრადუსით უფრო ცხელი იქნება
საქართველოში ძლიერ სიცხეებია მოსალოდნელი - სინოპტიკოსების პროგნოზით, აგვისტო გასულ წლებში დაფიქსირებულ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელთან შედარებით 2-3 გრადუსით უფრო ცხელი იქნება.
ექიმები მოქალაქეებს სითხეების მიღებას და გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ეკოლოგები კი ანომალიურ სიცხეებს კლიმატის გლობალურ ცვლილებას უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ მომდევნო წლები კიდევ უფრო ცხელი იქნება.