თეგებით ძიება
28. 07. 2023 მსოფლიო

ტყის ხანძრების გამო, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონემ 564 მილიონი ტონით მოიმატა

ტყის ხანძრების ფონზე ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონემ მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული კვლევის ლაბორატორია აქვეყნებს. ლაბორატორიის კვლევებით მტკიცდება, რომ 2021 წლის ტყის ხანძრების გამო ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე 564 მილიონი ტონით არის გაზრდილი, რაც სითბური ენერგიის დაახლოებით 2%-ს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, ამავე წელს ტყის ხანზრების დროს 9.3 მილიონი ტონა ნახშირორჟანგი (C02), 27 ათასი ტონა მეთანი და 1.5 ტონა აზოტის ოქსიდი გამოიყო. 

მკვლევარების თქმით, ერთი ჰექტარი ტყის დაწვამ ატმოსფეროში შეიძლება 150 ტონა ნახშირორჟანგის გამოყოფა გამოიწვიოს. 

ტყის ხანძრებს კიდევ ემატება ნარჩენების განადგურებისას გამოყოფილი ნახშირორჟანგი, რომელიც დაახლოებით არსებული ნახშირორჟანგის 65% -ს შეადგენს, ხოლო 12% სამრეწველო ემისიებზე მოდის. 

შეგახსენებთ, ბოლო დღეებია ევროპის რამდენიმე ქვეყანა მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვის. რაც ევროპის კონტინეტზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამოა განპირობებული. ჰაერის ტემერატურა 40 გრადუსს აჭარბებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა