თეგებით ძიება

ცნობილია, ვინ არის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი

რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა. 35 წლის აჩიკო გოგილაშვილი ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა, არიან დაჭრილებიც.

ცნობილი ხდება, რომ ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცები თანამებრძოლის გამოყვანის პროცესში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაიჭრნენ. გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი უკრაინული ბატალიონის 28 ბრიგადის ერთ-ერთი დანაყოფის “შავი არწივის" მეთაური იყო. მეომარი შიდა ქართლიდან უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 48 ქართველი მებრძოლია დაღუპული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა