თეგებით ძიება

"სატვირთო მანქანა ხიდზე გადადიოდა, რა დროსაც კონსტრუქცია ჩაინგრა” - სამეგრელოში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

სამეგრელოში, ნაკიანი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქვა-ღორღით დატვირთული სატვირთო მანქანა ხიდზე გადადიოდა. ცნობილია, რომ ხიდმა სწორედ მის სიმძიმეს ვერ გაუძლო.

სატვირთოს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ის ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაასვენეს.

ცნობილია, რომ ხიდის მეორე მხარეს, გარახას მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ასფალტი საფარს აგებდნენ და სწორედ იქ მიდიოდა სატვირთო მანქანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა