თეგებით ძიება

"საქართველო მზარდად ავტორიტარულ ქვეყნებს უმეგობრდება და თავადაც მზარდად ავტორიტარული ხდება, ნუთუ ესაა ჩვენი არჩევანი?" - ბაია პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალრუ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველო მზარდად ავტორიტარულ ქვეყნებს უმეგობრდება და თავადაც მზარდად ავტორიტარული ხდება.

"საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას მხოლოდ 28% არის თანხვედრაში, შარშან 44% იყო და ალბათ უფრო დაიკლებს, რაც ჩინეთი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადა ქოცმთავრობამ… 

და როგორ გავიგეთ? ჩინელებმა თქვეს, თორემ ქოცებმა იმის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს - ეთქვათ. ფრენებზეც ასე არ იყო? ისე აწარმოეს მოლაპარაკება რუსეთთან, არც გაგვაგებინეს, ეგეც რუსებისგან გავიგეთ…

საქართველო მზარდად ავტორიტარულ ქვეყნებს უმეგობრდება და თავადაც მზარდად ავტორიტარული ხდება და ხალხს გვინდა ეს? 

ნუთუ ესაა ჩვენი არჩევანი? 

ნუთუ 2024 წელს ისევ ამათ ავირჩევთ და ჩვენივე ხელით გამოვიჭრით ყელს?", - წერს უფლებადამცველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა