თეგებით ძიება

"არასდროს დაგავიწყდეს შენი ერის ყველაზე პირსისხლიანი მტერი - მან ტაძრის ამბიონიდან ქართველი ერი დაგვიწყევლა…“ - პეტრე კოლხი რუსეთზე

დეკანოზი, პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რუსეთის მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანის ნაწილს ასახელებს.

მისი თქმით, ერთმორწმუნე რუსეთი სინამდვილეში საქართველოს დაუძინებელი მტერია.

"არასდროს დაგავიწყდეს შენი ერის ყველაზე პირსისხლიანი მტერი

მან მეგობრული ხელშეკრულება დაარღვია…

მან ქართული ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა…

მან ტაძრის ამბიონიდან ქართველი ერი დაგვიწყევლა…

მან ქართული ეკლესია-მონასტრები გაგვიძარცვა და სიწმინდეები გაზიდა…

მან ყველა უზნეობა, გარყვნილება, ბოროტება, უნდობლობა, შიში, დასმენა, ჩაშვება, ორპიტობა დანერდა საზოგადოებაში.

მან ღირსეული სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები მოგვიკლა.

მან თვთმკვლელობამდე მიიყვანა პაოლო იაშვილი…

მან ერის რჩეული შვილები დახვრიტა…

მან ენა დაგვიმახინჯა, სარწმუნოება შეცვალა, მამული მიითვისა…

მან 9 აპრილი მოგვიწყო….

მან სამაჩაბლოს და აფხაზეთის ტრაგედია მძიმე ჯვარივით აგვკიდა…

მან ძმათა შორის შუღლი გააღვივა…

მან არასდროს არაფრად ჩაგვაგდო და ეს ჩვენი პირველი მტერი, რელიგიის სამოსში გახვეული, სინამდვილეში მართლმადიდებლობის მგმობელი რუსეთია!", - წერს პეტრე კვარაცხელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა