რამდენიმე დღეში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნება - სოფო ჯაფარიძე
რამდენიმე დღეში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნება. ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ გაავრცელა.
ენმ-ს წევრის თქმით, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, სააკაშვილი დიალოგისთვის მზად არის.
"როგორც ყოველთვის, მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ თქვენთან, ჩვენს მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციაში იყოს. ყველას გელოდებით, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ხმა მიაწვდინოთ და თქვენი მოსაზრებები გაუზიაროთ. ადვოკატების მეშვეობით, ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და ყველას გიპასუხებთ. ოფისი სულ რამდენიმე დღეში მზად იქნება და დეტალებს გაგაგებინებთ", - თქვა მან.