საგანგაშო განცხადება - რა საფრთხე ემუქრება ბავშვს, რომელსაც უფროსები ინტიმურ ადგილებში კოცნიან და ეფერებიან?
ხშირად მშობლები საუბრობენ, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლები, ბებიები, ბაბუები ბავშვებს ინტიმურ ადგილებში კოცნიან და ამას სითბოსა და სიყვარულის გამოვლინებად თვლიან. აღნიშნავენ იმასაც, რომ შენიშვნას ვერ ეუბნებიან, რადგან ეს განაწყენებას იწვევს.
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს, ეკა ნინოშვილი საუბრობს, როგორ უნდა დაიცვას მშობელმა საკუთარი შვილი:
- გარემო, სადაც ბავშვი იზრდება, უნდა ქმნიდეს ისეთ პირობებს, სადაც მის განვითარებას მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ და დაიცავენ. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც უნდა დაფიქრდეს მშობელი არის ის, თუ რამდენად სარგებლიანი ან ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ბავშვისთვისის ესა თუ ის ქმედება. თითოეულ ადამიანს აქვს პირადი სივრცე და არსებობს ინტიმური ნაწილები, რაც სხვებისგან დაფარულია და მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას ეკუთვნის, სხვას არავის.
გენიტალიებზე შეხება არ არის რეკომენდებული, რადგანაც ეს არის ეროგენული ზონები, რომელთა გაღიზიანება ფიზიოლოგიურ რეაქციებს იწვევს და შესაბამისად, გარკვეულ სიამოვნებასთანაა დაკავშირებული. როდესაც ეროგენული ზონების გაღიზინება ხშირად ხდება, თუნდაც კოცნით, მოფერებით და ასე შემდეგ, ჩნდება საფრთხე, რადგან შესაძლოა ამაზე ფიქსაცია მოხდეს.