თეგებით ძიება

Astoria Grande-ს მეორე ტური ბათუმში რუს ჟურნალისტებთან და მომღერლებთან ერთად იგეგმება

„ვარსკვლავური კრუიზი“ – საკრუიზო ლაინერი Astoria Grande მორიგ ტურს გეგმავს. როგორც კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, 29 ივლისი-5 აგვისტოს პერიოდში სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული-სოჭის მარშრუტით ერთკვირიანი სპეციალური ტური შედგება. ამჯერად გემი ბათუმში RU.TV-ის ჟურნალისტებთან და რუს მომღერლებთან ერთად შემოვა.

„ბორტზე რუსული პოპვარსკვლავები და ტელეკომპანია RU.TV-ის წამყვანები იქნებიან… Grande-თეატრის სცენაზე წარდგებიან დიმიტრი კოლდუნი, Te100steron, მიტია ფომინი და RU.TV-ის სხვა ვარსკვლავები, ასევე, ქარიზმატული წამყვანები, ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი. ზღვა, მზე და საყვარელ მუსიკაზე ცეკვა იდეალური კომპონენტებია დაუვიწყარი დასვენებისთვის“, – ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში.

„ვარსკვლავურ კრუიზზე“ ბილეთების შეძენა კომპანიის ვებგვერდის საშუალებით არის შესაძლებელი.შეგახსენებთ, 22 ივლისს სოჭიდან წამოსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE, 27 ივლისს ბათუმში შემოვიდა. მასზე  ძირითადად, რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ. ლაინერმა ბათუმში მთელი დღე დაჰყო და პორტი საღამოს საათებში, მოსახლეობის საპროტესტო აქციის ფონზე დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა