თეგებით ძიება

"მონაწილეობას არ ვიღებთ, ლოგოს გამოყენება მოხდა დაუკითხავად" - "არქი" ბათუმში რუსულ EXPO-ზე

კომპანია "არქი" აცხადებს, რომ ბათუმში რუსებისთვის ორგანიზებულ უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვაში არ მონაწილეობენ. მათივე ცნობით, კომპანიის ლოგო და სახელი ნებართვის გარეშე გამოიყენეს. ღონისძიების ორგანიზატორი People - Real Estate-ია, რომელსაც ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებული ჰქონდა, რომ მონაწილეებს შორის "არქიც" იყო.

"გაცნობებთ, რომ არქი არ იღებს მონაწილეობას ბათუმში გამართულ People - Real Estate-ის გამოფენაში.

არქის ლოგოს გამოყენება მოხდა კომპანიის დაუკითხავად, რაზეც დაუყოვნებლივ მივმართეთ ღონისძიების ორგანიზატორებს და მკაცრად მოვთხოვეთ ინფორმაციის დაკორექტირება. მოცემული მომენტისთვის ვებ გვერდზე უკვე დაკორექტირებულია ინფორმაცია.

ყველა ორგანიზაციასა თუ ფიზიკურ პირს ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ კომპანიის სასაქონლო ნიშნის ნებართვის გარეშე გამოყენება კანონდარღვევაა", - წერია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ კომპანია "გუმბათმაც" განაცხადა, რომ  უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას არ იღებენ. კომპანია ამბობს, რომ შეთავაზება მიიღეს, თუმცა მაშინვე უარი თქვეს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა