საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ბორჯომის დასავლეთით - 17 კილომეტრის დაშორებით, სოფელი აწყური იყო. მისი სიმძლავრე 3,5 მაგნიტუდას შეადგენდა, სიღრმე კი 8 კილომეტრს. მიწისძვრა 09:55 საათზე დაფიქსირდა.
დღეს, დაახლოებით ამავე დროს, მიწისძვრა დაფიქსირდა ქალაქ ახალციხესთანაც, რომლის სიმძლავრეც 3,4 მაგნიტუდას შეადგენდა.