თეგებით ძიება

მილანიდან მომავალი თვითმფრინავი უამინდობის გამო, ქუთაისის ნაცვლად თბილისში დაჯდა

კომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც მილანიდან ქუთაისში ასრულებდა რეისს, თბილისის აეროპორტში დაჯდა.  ღნიშნული გადაწყვეტილება პილოტმა უამინდობის გამო მიიღო. 

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ამ დროისთვის წვიმამ გადაიღო და რეისი ბარსელონასკენ, რომელიც ამავე თვითმფრინავს უნდა განეხორციელებინა, 17:30 საათზე შესრულდება.

"ბაზირებული რეისია, მილანიდან ჩამოფრენის შემდეგ, ქუთაისიდან ბარსელონას მგზავრები უნდა წაეყვანა. თბილისში შეავსებს საწვავს, ქუთაისში გადაფრინდება მგზავრებიანად და 17:30 საათზე გაფრინდება ბარსელონას მიმართულებით“, - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, დღესვე, 40 წუთის განმავლობაში შავი ზღვის თავზე დაფრინავდა სტამბოლი-ბათუმის რეისი, საბოლოოდ კი, თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მშვიდობით დაჯდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა