თეგებით ძიება

არ ვფიქრობ, ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებ მას, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს - კელი დეგნანი

ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებ მას, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ვინც შენს ქვეყანაში ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას ბათუმში რუსი ტურისტების საკრუიზო გემის შემოსვლაზე საქართველოს მოქალაქეების რეაქციასთან დაკავშირებით.

„ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია რუსი ტურისტების საკრუიზო გემის ვიზიტზე იყო საქართველოს მოქალაქეების რეაქცია. ვფიქრობ, მათ ძალიან გარკვევით განაცხადეს, როგორც ბათუმში, ისე სხვაგან, რომ არ მიესალმებიან ამას. ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებ ვინმეს, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ვინც შენს ქვეყანაში ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებს, ვინც შენს მოქალაქეებს აკავებს. არ მგონია, ვინმეს უნდა უკვირდეს, რომ ბევრი ქართველი არ მიესალმა ამ გემის შემოსვლას“, - აღნიშნა ელჩმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა