წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
28 ივლისს, ნაძალადევის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში, მონადირის ქუჩაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დაზიანების აღდგენითი სამუშაოები დღეს, 28 ივლისს 16:15 სთ-დან დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს 28 ივლისს, 16:15 საათიდან 29 ივლისის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანი-ნაძალადევის რაიონში: იპოლიტე-ივანოვის, ჩიქვანიას, ჯანჯღავას და ხიზაბავრის ქუჩებს ჩიხებითა და შესახვევებით, ქერჩის, ილორის, კაჭარავას, გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის და მიმდებარე ქუჩებს; მუხიანის სამხედრო დასახლებას, I და II მიკრორაიონებს, გობრონიძის ქუჩის, მუხიანის III და IV მიკრო რაიონებისა და ზღვის უბნის III მიკრო რაიონის ნაწილს.
სოფელ გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დემეტრე თავდადებულის, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის, გამარჯვების ქუჩებს; ავჭალა 2-ის და ცენტროლიტის დასახლებებს;
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.