თეგებით ძიება

თამარის მეფობა იყო კატასტროფა ჩვენს ისტორიაში, ლაპარაკიც არ მინდა - რას ამბობს ლევან ბერძენიშვილი?

პროფესორი, ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ თამარი და ერეკლე საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი მეფეები იყვნენ.

"თქვენ შეიძლება თქვათ, ვინ არის გიორგი ბრწყინვალე, რომლის დროსაც დავკარგეთ ნახევარი საქართველო. თამარ მეფე, მაგაზე ლაპარაკიც არ მინდა, ეს იყო კატასტროფა ჩვენს ისტორიაში, თამარის მეფობა, ის იმდენად არასწორი იყო ქრისტიანული თვალსაზრისით, რომ შეეჯახა ერთმანეთს მეფობა და რელიგია და საქართველო დაიბნა. ვეფხისტყაოსანში ხომ წერია, რომ ქალი არ უნდა იყოს მეფედ, ხომ წერია, რომ ტარიელი გამეფდა, ავთანდილი გამეფდა, თინათინი და ნესტანი ხომ არ გამეფებულა? ანუ, ვეფხისტყაოსანმა პირდაპირ დაწერა, სწორი რა არის და სწორი რა არ არის. დის მკვლელობა, ქაჯეთში გაგზავნა და ა.შ. სწორი რომ არ არის, ეს საქართველოს ისტორიაა ყველაფერი. საქართველოში ხალხის საყვარელი მეფეები არიან თამარი და ერეკლე - ორი ყველაზე წარუმატებელი ჩვენი მეფე“ - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა