საზოგადოება და მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ჩემ მეუღლეს საქართველოს წინაშე რაიმე დანაშაული არ ჰქონია - ციცინო შავაძე
დანაშაულის ჩადენიდან 15 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე რვა ადამიანი დააკავეს, ორის მიმართ კი ძებნა გამოცხადდა.
„რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს, საზოგადოება და მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ჩემ მეუღლეს საქართველოს წინაშე რაიმე დანაშაული არ ჰქონია. ძალიან მინდა, რომ მხოლოდ ეს პირები კი არა, დამკვეთებიც დაისაჯონ სამართლიანად, რომ ხელები არავის შეეწმინდოს - ჯერჯერობით, ამის თქმა შემიძლია“, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ მომხდარს როინ შავაძის მეუღლე, ციცინო შავაძე.