თეგებით ძიება

აშშ-ის დაზვერვა - ჩინეთი რუსეთს სავარაუდოდ სამხედრო ტექნოლოგიებს აწვდის

27 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ სავარაუდოდ, ჩინეთი რუსეთს დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. დოკუმენტის ნაწილი საიდუმლოა, ნაწილი კი საჯარო. დოკუმენტის საჯარო ნაწილში წერია, რომ პეკინი მოსკოვს სავარაუდოდ აწვდის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს, რომელთაც შემდეგ მოსკოვი უკრაინასთან ომში იყენებს. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. 

ჩინეთმა არაერთხელ უარყო, რომ რუსეთს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. პეკინი ამბობს, რომ რუსეთს არც ტექნოლოგიებს აწვდის. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა