თეგებით ძიება

„ 90-იან წლებში უკრაინა ჩვენზე „ჭკვიანურად“ მოიქცა, დსთ-ში შევიდა და აიცილა თავიდან ომი და ტერიტორიების დაკარგვა, მაგრამ, ახლა მოუწია იგივეს გავლა“ - მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

ირაკლი კობახიძემ უკვე ორჯერ ახსენა 90-იანი წლები იმ კონტექსტში, რომ მაშინაც ჩვენსავით ბრძნულად რომ მოქცეილიყო ხელისუფლება და არა „ქაჯურად“, უამრავ უბედურებას გადავრჩებოდითო.

ის გულისხმობს იმას, რომ თბილისის ომი ანუ გამსახურდიას დამხობაც და აფხაზეთის ომიც ჩვენს „უაზრო პრინციპულობას“ მოყვა: გამსახურდიაც იმიტომ დაამხო რუსეთმა, რომ უარი თქვა დსთ-ში შესვლაზე და აფხაზეთის ომიც იმიტომ მივიღეთ, რომ თავიდან არც შევარდნაძე იყო თანახმა დსთ-ზე. ამის გამო ორჯერ გავილახეთ რუსეთისგან: ჯერ რუსთაველზე და მერე სოხუმში, მივიღეთ დამხობილი პრეზიდენტი, სამოქლაქო ომი, დაკარგული აფხაზეთი, დაღუპული ათაოსბით ქართველი, ასი ათაოსბით დევნილი და ა. შ. 

რაც მთავარია, საბოლოოდ მაინც გავხდით იძულებული შევსულიყავით ამ დსთ-ში.

კობახიძის ლგიკა მარტივია: თუ ბოლოს მაინც შევდიოდით ამ დსთ-ში, რაღას დავიტეხეთ თავს ამდენი უედურება, მოვქცეულიყავით უფრო პრაგმატულად, არ ავყოლოდით ურაპატრიოტიზმს, თავიდანავე შევსულიყავით დსთ-ში, როგორც სხვა სბჭოთა რესპუბილიკები შევიდნენ, შედეგად მათ არც დამოუკდიებლობა დაუკარგავთ, რადგან ეს დსთ სულაც არ აღმოჩნდა ახალი საბჭოთა კავშირი და ომებსაც და უბედურებებსაც გადარჩნენ. 

მისი ნათქვამი თავისთავად გულისმხობს შემდეგს: ისინი რომ ყოფილიყვევნენ მაშინ, სწორედ ასე მოიქცეოდნენ და ქვეყანაც ამდენ ომს და უბედრებას გადარჩებოდა. ახლაც იმიტომ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან, რომ არ უნდათ 90-იანი წლების პოლიტკოსებვით ან სააკაშვილივით ურაპატრიოტიზმს აყვნენ და ქვეყანას კიდევ უბედურება დაატეხონ თავს არაფრის გამო.

ასეთ მსჯელობაში, რა თქმა უნდა, ლოგიკა არსებობს, მაგრამ ამ ლოგიკას საძირკველი თავად რუსეთმა გამოაცალა 2014 და 2022 წელბში. ყირიმის ანქესია და მერე უკრაინაში შეჭრა, ნატლად აჩვენებს,რომ თუ რუსთისგან თავის დაღწევა გინდა ,ომს ვერ გადარჩები.

კი 90-იან წლებში უკრაინა ჩვენზე „ჭკვიანურად“ მოიქცა, დსთ-ში შევიდა და აიცილა თავიდან ომი და ტერიტორიების დაკარგვა, მაგრამ, ახლა მოუწია იგივეს გავლა.  როგორც კი რუსეთის გავლენის სფეროდან თავის დარწევა სცადა, მაშინვე დაატყდა თავს ყველა უბედურება, რაც ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისში და 2008 წელს გადავიტანეთ.  ანუ რსეთთან ომი სახადი აღმოჩნდა, რომელიც უნდა მოიხადო, ტუ თავსიუფლება გინდა.

აქ საკამათო მხოლოდ ერთი რამე რჩება: ამ სახადის მოხდა როდის ჯობდა - სიყმაწვილეში ანუ 90-იან წლებში, ტუ უკრაინასავით ზრდასრულ ასაკში? ამაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს. 

 „ქართული ოცნების“ დღევანდელი პოლიტიკა კი იმიტომ არის დამღუპველი,  რომ მოხდილ დაავადებას უკან აბრუნებს ანუ სამი ომი დაგვიჯდა რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევა და ახლა შეიძლება ისევ ამ გავლენის სფეროში აღმოვჩნდეთ. თუ ჩვენ ამ „პრაგმატული“ პოლიტკის შედეგად ისევ რუსეთის გავლენის სფეროში დავბრუნდით, გამოვა, ამდენი სისიხლი ტყუილად დავღვარეთ და ის თავიდან იქნება დასაღრვრელი, ან მოგვიწევს მუდმვად რუსეთის სატელიტად ყოფნა“ - წერს მერაბ მეტრეველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა