თეგებით ძიება

ბათუმში რუსებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა გადაიდო

ბათუმში რუსებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია  People - Real Estate  ავრცელებს. 

სამწუხაროდ, გატყობინებთ, რომ EXPO-Batumi 2023, რომელიც თავდაპირველად 29 და 30 ივლისს უნდა გამართულიყო, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით გადაიდო. 

გიბოდიშებთ და აუცილებლად შეგატყობინეთ ღონისძიების ჩატარების თარიღებს. გმადლობთ გაგებისთვის, - წერს კომპანია. 

 შეგახსენებთ, რომ 29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის დაგეგმილი ბინების განსაკუთრებული პირობებით მიყიდვის ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა