აბა, რომელი თემა გინდათ, რომ შეგხვდეთ, რომელზე ვაძლიერებთ ლოცვებს? - ეროვნული გამოცდის მარგალიტები
როგორც წინა წლებში, კურიოზებისა და სასაცილო შემთხვევების გარეშე არც 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩაუვლია. EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებმა ამ წლის ყველაზე გავრცელებული ფრაზები და ე.წ. მარგალიტები შეაგროვეს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
თბილისი:
– არ ინერვიულო, რა, დედი.
– შენ არ ინერვიულო, თორე მე მკიდია.
– საყურეებიც მოვიხსნა?
– მესამე სნიკერსს ჭამ, შვილო, შაქარი აგიწევს.
რეგისტრაციის დასრულებამდე 3 წუთით ადრე შედის აბიტურიენტი ცენტრში:
– ეს რა არხეინად მოსეირნობს, ამის გული და ნერვები მომცა.
– ეს ფრჩხილები თქვენია?
– ჩაგეცვა, შვილო, კაბა. დაემსგავსებოდი მოწაფეს.
– ნაწნავზე თეთრი ბაფთაც ხომ არ გამეკეთებინა?!
– ვეუბნებოდი ჩემს გოგოს, ისწავლე, დედიკო, შილაკი, ისე მომწონს გოგოები სალონებში რომ აკეთებენ, მაგრამ ამან იურიდიული აიჩემა!
– ნეტა ჰარი პოტერი შედიოდეს (საგამოცდო პროგრამაში), მაგას ას ქულაზე დავწერდი!
– არ შემიძლია ინტერვიუ, ძალიან ვღელვიურობ!