თეგებით ძიება

ხანმოკლე წვიმა ელჭექით, სეტყვა და ძლიერი ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 29 ივლისის დილამდე დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნდება. 

 

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. 

 

"29 ივლისს, დილიდან გამოიდარებს და 1-ელ აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს. 

 

აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 29-31 ივლისს 3-4 გრადუსით დაიკლებს. 

 

თბილისში 1-ელ აგვისტომდე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. 28-29 ივლისს იქროლებს ძლიერი ქარი," - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა