თეგებით ძიება

„ხვალ რომ ტაივანს დაესხას თავს ჩინეთი როგორ პოზიციონირებს საქართველო?” - რას წერს თინა ხიდაშელი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტზე?

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ქვეყნის პრემიერ-მინისტის ჩინეთში ვიზიტს ეხმიანება და საქართველო ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას აფასებს:

„ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე 

ჩინეთთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი და საჭიროა. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც კარგია. რაც მეტი იქნება ჩვენი ექსპორტი უკეთესი, თუმცა ძვირადრირებულ ბაზრებზე რომ გავიტანოთ პროდუქტი და მეტი ძალისხმევა ამაში აცდოთ ყველასთვის უფრო სასარგებლო იქნება. 

თუმცა სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად სხვა საკითხია და ნებისმიერ ქვეყანასთან ამგვარი გადაწვეტილების მიღების დროს პირველ რიგში საკუთარი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოების რისკები უნდა გაიწეროს. 

სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს პარტნიორობას ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით, შეზღუდვების და აკრძალვების გარეშე. მიუხედავად იმისა რომ ქსი შეხვედრაზე თანასწორთა პარტნიორობაზე საუბრობდა, გვესმის ალბათ რას ნიშნავს საქართველო - ჩინეთის თანასწორობა, როდესაც აგერ რუსეთი პრაქტიკულად კლიენტ-სახელმწიფოდ იქცია, ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანა ვალებში ისე დაახრჩო რომ ვალის სანაცვლოდ სტრატეგიულ ტერიტორიებს უთმობენ, აფრიკის ქვეყნებზე საუბარზე არც კი ღირს დროის ხარჯვა იმდენად კაბალური და უმძიმესია მათი მდგომარეობა. 

ჩინური სააგენტოების მიხედვით ყველაფერი გადაწყვეტილია, ხელი ჩამორთვეს და დღესვე გამოაცხადებენ სტრატეგიულ პარტნიორობას. 

Xi "said that during Garibashvili's visit, both sides will issue a joint statement and announce the establishment of a China-Georgia strategic partnership."

ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ჭრილში თუ შევხედავთ მოცემულობას ბუნებრივად უნდა გაგვიჩნდეს მარტივი კითხვები?

1. ჩინეთთან სამხედრო თანამშრომლობა (და სტრატეგიული პარტნიორობა ამასაც მოიცავს), მაშინ როცა ნატოს ეს ქვეყანა რუსეთთან ერთად ერთ ერთ მთავარ საფრთხედ ყავს გამოცხადებული როგორ წარმოუდგენიათ?

2. ჩინეთის სრული მხარდაჭერა და გაყოლა ყველა პროექტში, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან და ჩვენ კი იმავდროულად ევროკავშირში მივდივართო გავიძახით როგორ ეთავსება ერთმანეთს?

"Garibashvili said that Georgia supports the Belt and Road Initiative, the Global Development Initiative, the Global Security Initiative and the Global Civilization Initiative proposed by President Xi and will actively participate in their implementation." 

3. დღეს, როდესაც ევროკავშირისგან პოზიტიური გადაწყვტილების მიღებისთვის უნდა იყოს ყველა ძალისხმევა მობილიზებული, ჩინეთში მეასეხარისხოვან ღონისძიებაზე ამხელა დელეგაციით წასვლა (არ დაგავიწყდეთ გუშინ ნატოს სამმიტზე არ ვიყავით ამ რანგით წარმოდგენილი) და იქიდან იმგვარი პოლიტიკური განცხადებების კეთება  რომელიც სრულიად პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად წინაათმდეგობაშია ევროკავშირის პოზიციებთან და სტრატეგიულ დოკუმენტებთან რა მესიჯია? გვიმრავლებს თუ გვაკლებს მხარდამჭერებს ევროკავშირში? რას ემსახურება? 

4. არსებობს ქვეყანაში რისკების დოკუმენტი რომელიც საქართველოს წინაშე არსებულ განმოწვევებზე საუბრებს? და ვინმემ დათვალა, გაანალიზა და შესაბამისიდ პარლამენტსა და პრეზიდენტს გაუზიარა რისკები რომელიც საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას მოყვება? 

5. იმას რომ არ ესმის ვიცი, მაგრამ დავიჯერო არავის გესმით ოცნებაში რომ სტრატეგიულ პარტნიორობაში მყოფი ქვეყნისთვის "Georgia firmly upholds the one-China policy" მუდმივი ძახილი, იმაზე მეტია ვიდრე განცხადება? და ხვალ რომ ტაივანს დაესხას თავს ჩინეთი როგორ პოზიციონირებს საქართველო? ვიცი რიტორიკული შეკითხვაა, ჩვენ უკრაინის სახელმწფოებრივი გულშემატკივრობაც კი ვერ შევძელოთ სათანადოდ და ეს ჩემი კითხვა სასაცილოდ ჟღერს ალბათ, მაგრამ დიპლომატიაში და საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაფერი სიტყვები და განცხადებებია.   

კიდევ ერთხელ, აქ საუბარი არ არის პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე, საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს ჩინეთის სურვილის შემთხვევაში სამხედრო თანამშრომლობას, inteligence-sharing........

არ დაგვავიწყდეს ეს იგივე ჩინეთია ორიოდე დღის წინ (25 ივლისს) შოიგუსთან ერთად ჩრდილოეთ კორეაში ამერიკული აგრესიის წინააღმდეგ 70 წლიანი ბრძოლის ცერემონიას რომ ესწრებოდა, უკრაინის ომზე და ახლახან მოსკოვში ვიზიტზე აღარაფერს მოგიყვებით, იმედია იცით.  

ამასობაში არ დაგავიწყდეთ ანაკლიას ბედი წყდება სწორედ ამ კვირებში. 

PS ეს ჩინეთში დახვედრაა. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას რომ ბურუნდის, მავრიტანიის, გაიანას პრეზიდენტებსაც ასეთი ჭეშმარიტად კომუნისტურ-პიონერული დახვედრა მოუწყვეს. მაგრამ სახეზე აღბეჭდილი კმაყოფილება შემზარავია“ - წერს ხიდაშელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა