"ქართული ანიმაცია დიდად დაუფასებელი ამბავი მგონია" - რას წერს გიორგი კეკელიძე?
მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართულ ანიმაციას ხშირად დაფასება არ აქვს.
"იშვიათად მეგულება სიკვდილის თემის ისეთი მეტაფორული გაიოლება, როგორიც ჩვენებურ მულტიპლიკაციურ ფილმში ,,მე წვიმად მოვალ" (,,წვიმად გადავიქეცი") დაიხატა - ცალკე საქმეა გრაფიკული და მუსიკალური დონე. ლინდგრენის ნანგიალას მასშტაბია თოვლიდან წვიმად გადაქცევის და მარადიულობის დადასტურების სურათი. საერთოდ, ქართული ანიმაცია დიდად დაუფასებელი ამბავი მგონია - მე არ მეგულება იმაზე უფრო დიდი ცეკვა, ვიდრე მანაქანების ცეკვაა ,,შაქრო და ზაქროში" - მსოფლიო კლასი.
,,საზამთრო", ,,კოჯრის ტყის სიზმრები" და ,,ბაბაჯანას ქოშები" ხომ ცალკე ლაპარაკის საგანია სულაც", - წერს კეკელიძე.