საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
2 აგვისტოს საეკლკესიო დღესასწულთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მედიისთვის ინფორმაციას ავრცელებს:
ახლოვდება საეკლესიო დღესასწაული: ილიაობა - 2 აგვისტოს. ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
დღესასწაულზე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის ეზოში დაშვებული იქნება მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე.
ამასთანავე, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი ,,ბეიჯები".
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 987 055.განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 2023 წლის 31 ივლისი.