თეგებით ძიება

სეტყვა და ძლიერი ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

"29 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. 29 ივლისს, დილიდან გამოიდარებს და 1 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 29-31 ივლისს 3-4 გრადუსით დაიკლებს. ქ. თბილისში 1 აგვისტომდე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. 28-29 ივლისს იქროლებს ძლიერი ქარი.“ - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა